
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის ამბულატორიაში მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი სოფელ ფარცხანაყანევში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით დაიგეგმა.
სოფელ ფარცხანაყანევში იმუნიზაციის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად გაეცნო.
მოსახლეობის თქმით, გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშულება ამ ეტაპზე არის საყოველთაო ვაქცინაცია.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს