
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში ე.წ. დარბაიძეების, შუბითიძეების, ხაჩიძეებისა და ციცქიშვილების უბანში გზის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. ასევე, 400 მეტრზე სანიაღვრე არხი მოეწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზა დაზიანებული იყო, რაც ართულებდა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას.
“ადგილობრივ მოსახლეობას ახლა უკვე საშუალება აქვთ იმოძრაონ განახლებული, კომფორტული და გაცილებით უსაფრთხო გზით.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 407 999 ლარი გამოიყო”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს