
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ადგილობრივი ახალგაზრდების მოთხოვნის საფუძველზე ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწყო.
მოედანი ლითონის კონსტრუქციით შემოიღობა, დაიგო მწვანე ხელოვნური საფარი, მოეწყო ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და განათება.
დასრულებული სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და სოფელ საკირეში მერის წარმომადგენელმა ბესო ხალაძემ დაათვალიერეს.
მინი სტადიონის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 194 824 ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის სოფლებში მსგავსი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს