
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა სათავე ნაგებობა, მოეწყო ახალი 300 კბმ-ს რეზერვუარი, შეიცვალა მაგისტრალზე დაზიანებული მონაკვეთები და შიდა ქსელი.
სოფელ საკირეში 400-მდე ოჯახს აქამდე წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. რეაბილიტირებული წყალმომარაგების სისტემა კი სოფლის მაცხოვრებლებს წყლის მიწოდების პრობლემას სრულად მოუგვარებს.
დასრულებული სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მისმა მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და სოფელ საკირეში მერის წარმომადგენელმა ბესო ხალაძემ დაათვალიერეს.
პროექტის საერთო ღირებულება 552 845 ლარია.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს