სოფელ საპრასიაში ავტომობილი ხრამში გადავარდა

ავტორი
Front News საქართველო
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიაში ავტომობილი ხრამში გადავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მძიმე ტექნიკის არარსებობის გამო, ავტომობილი ხევიდან ვერ ამოჰყავთ.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პირველი შემთხვევა არ არის, რადგან გზა ვიწროა, ადგილობრივ ხელისუფლებას კი ხრამთან შემაკავებელი ბარიერი აღმართული არ აქვს.
თაგები:





