
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში ბეტონის გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სამუშაოები პირველ მოადგილესთან ზურაბ მაისურაძესთან ერთად დაათვალიერა.
"საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არის ჩვენი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის გზა კეთდება სოფელ საყულიაში, გზების დაგება უკვე დასრულდა სოფელ გვიშტიბში, ოფშკვითში, თერნალში, რეაბილიტირებულია სოფელ მეორე უბნისა და ჩუნეშის დამაკვშირებელი გზა", – აცხადებს გრიგოლ იოსელიანი.
ტორაძეების უბანში არსებული გზა ათეული წლების განმავლობაში არ შეკეთებულა. ამჟამად იქ ბეტონის საფარი იგება, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გზის რეაბილიტაციას ადგილობრივები დადებითად აფასებენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს