სოფელ სათემოში, ახლად გახსნილ მინი მოედანზე ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის მე-11 ტრადიციული ტურნირის ფინალი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
სოფელ სათემოში, ახლად გახსნილ მინი მოედანზე, მინი ფეხბურთში ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის მე-11 ტრადიციული ტურნირის ფინალი გაიმართა. თასის დასაუფლებლად წელს 10 გუნდი იბრძოდა. გამარჯვება კი ზედა სიმონეთის გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილებზე, სოფელ ნახშირღელეს და სათემოს გუნდები გავიდნენ.
გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და ირფფ-ის პრეზიდენტმა დავით რუხაძემ გადასცეს. ფედერაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ასევე ქართლოს ჭუმბურიძის ოჯახის წევრებმა, ტურნირის 9 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.
სპორტული ღონისძიება ირფფ-ის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ჩატარდა.
თაგები:
მინი ფეხბურთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს