Logo

სოფელ შილდის ტყეში ხანძარია

შემთხვევა
454
Frontnews image description

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი, თუმცა ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული და სპეციალური ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს.

 

მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები ადგილამდე ფეხით მივიდნენ. 

Advertisement