
ავტორი
Front News საქართველო
ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ სორგითში გააქტიურდა მეწყრული პროცესები, რის შედეგადაც, მთიდან ჩამოწოლილმა მასამ დააზიანა სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ გძელიშვილი.
26 ივნისს, მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა, მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყვიტა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი, რამაც პრობლემა შეუქმნა სოფ. სორგითის მოსახლეობას.
ამ დროისათვის, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები.
აღნიშნულ საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება.
უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად აღმოფხვრის მიზნით, შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოახდენს მიყენებული ზარალის დათვლას, რის შემდგომადაც, უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს