სოფელ ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. დასასვენებელი ზონა ეწყობა მწვანე სივრცეში, სადაც განთავსდება საპარკო სკამები და მოწესრიგდება გარე განათება.
"პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად", - აღნიშნავენ მერიაში.
თაგები:
ბორჯომის მუნიციპალიტეტი






