სოფელ ცურტავში, წყლის არხში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, წყლის არხში 22 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც გუშინ გაუჩინარდა.
ახალგაზრდა ქალმა ერთი თვის წინ თანასოფლელზე იქორწინა, თუმცა არა იძულებით. ადგილობრივების თქმით, შემთხვევისას მისი ქმარი სახლში არ იმყოფებოდა.
ადგილობრივები დაპირისპირებას ან კონფლიქტს არ ადასტურებენ.
ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრებმა წყლის არხთან იპოვეს მისი ფეხსაცმელები, რაც მათ გარკვეულ ეჭვებს უჩენთ.
სოფელი სიმართლის გარკვევას ითხოვს.
ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
თაგები:
ცხედარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს