სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წლის იუბილე აღნიშნა

ავტორი
Front News საქართველო
სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წლის იუბილე აღნიშნა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
სოფლის ცენტრში საჯარო სკოლების მიერ თემატური კუთხეები მოეწყო, მოსწავლეების მონაწილეობით კი კონცერტი გაიმართა.
„დედა ენის“ ავტორი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი იაკობ გოგებაშვილი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.
ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.





