
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დეტალურად გაეცნო.
“სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, სოფელ ზედა საზანოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი საბავშვო ბაღი აშენდება.პროექტის დასრულების შემდეგ, 100-მდე აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში მიიღებს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, ასევე დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მტმ“ ახორციელებს,რომლის ღირებულება 944483 ლარია. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და 2022 წელს დასრულდება.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს