სოფელ ზერტში სასმელი წყლის სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სასმელი წყლის სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, მაგისტრალური წყალსადენის მილი, ასევე შიდა ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. სამუშაოების ღირებულება 3 518 800 ლარს შეადგენს.
სოფელში მიმდინარეობს გზის 2,6 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრეების მოწყობაც. სამუშაოების ღირებულება 2.7 მილიონი ლარია. ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია 8 სოფელში მიმდინარეობს.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს