სოფიო ასპანიძე - პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანაზე სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

ავტორი
Front News საქართველო
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანაზე სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩვენ ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეიკრიბა კონსილიუმი და მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი.
"პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები, ფაქტობრივად, ყველა შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე ყველა სამკურნალო ღონისძიებები არის ადეკვატური და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივად დავაკვირდეთ და შეთანხმებულად ვიმუშაოთ პატრიარქის მკურნალობის მართვის საკითხებზე.
ყოველსაათობრივად უტარდება ანალიზები, მაჩვენებლები კი კვლავ საყურადღებოა. უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანაზე სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩვენ ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის და აბსოლუტურად ყველანაირი კოოპერაციისთვის", - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში წუხელ გადაიყვანეს.
თაგები:
სოფიო ასპანიძე




