
ავტორი
Front News საქართველო
სოფიო ხორგუანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა სახალხო დამცველის თანამდებობაზე განიხილება.
“თქვენგან გავიგეთ პირველად, წინა ჯერზე რომ მოხდა არჩევა, მაშინაც თავის მართლების რეჟიმში ვიყავი. მეც არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. არ ვიცი დავაშავე რამე, ოდესღაც სახალხო დამცველის მოადგილე რომ ვიყავი? მაშინაც პირდაპირ ვამბობდი, რომ არ მინდა ეს თანამდებობა და არ ვარ არავის მიერ წარდგენილი, მაშინაც ამ მტკიცებაში ვიყავი”, – აცხადებს სოფიო ხორგუანი “რუსთავი 2”-თან.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება.
ომბუდსმენის თანამდებობაზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა დამტკიცდება.
თაგები:
სოფიო ხორგუანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს