სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ბაზაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ღვანკითისა და ალისუბნის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილზე არსებული გამოწვევები და საჭიროებები. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით მხარი შიდა სასოფლო გზების, გარე განათების, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას, მინი სტადიონის მოწყობასა და სკვერის შემოღობვას დაუჭირა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 690 000 ლარი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად 45 სოფელზეა გადანაწილებული.
თაგები:
თერჯოლა









