“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები გორი მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში იმყოფებოდნენ.
შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყველა სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
2025 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
მოსახლეობასთან შეხვედრები 27 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით გრძელდებოდა.
თაგები:
გორის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს