Logo

სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და სრულიად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები

პოლიტიკა
25.07.2023 / 18:43
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და სრულიად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

 

“ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა და მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გადავდოთ პირადი ამბიციები გვერდით და ერთად უნდა ვიბრძოლოთ.

 

მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და სრულიად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ საქართველოს დიდი გამარჯვების პლატფორმა და ყველა ერთად არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არამედ ყველა, ვისაც უნდა თავისუფალ ქვეყანაში, ვისაც ცივილურ  ქვეყანაში და ევროპაში უნდა ცხოვრება.

 

ჩვენ უნდა ვიყოთ მიზიდულობის ცენტრი და ყველას უნდა მოუნდეს ჩვენთან ყოფნა. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი ქვეყანა. დამთავრდა მტრობა და ერთმანეთის მიმართ ქვების სროლით ნაკეთები პოლიტიკა”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები