
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მესამე პრეზიდენტი დისტანციურად არ ერთვება. მიზეზი მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე წერს.
“დღეს, მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ჩართულიყო სასამართლო პროცესზე, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (გაუარესებული სისხლის ანალიზების), მას უტარდება გადასხმები სედაციის ფონზე. იმედია, უახლოეს დღეებში გაუმჯობესდება პარამეტრები, ზოგადი მდგომარეობა და შეძლებს ჩართვას მომავალ პროცესზე.
მას ამის დიდი სურვილი და საბრძოლო განწყობა აქვს”, – წერს ჯაფარიძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fsopo.japaridze.96%2Fposts%2Fpfbid02K5iZKTkeBN22Kb9ERJauJQyiPdonb4k2P6UQB26zBbLv2zXGhMReLBrfemafBWjRl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”265″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს