სოფო ჯაფარიძე – სულ ცოტა ხანში გავიგებთ ყველა, საკონსტიტუციო სასამართლო დგას ჩვენი მოქალაქეების გვერდით თუ არა

ავტორი
Front News საქართველო
სულ ცოტა ხანში გავიგებთ ყველა, საკონსტიტუციო სასამართლო დგას ჩვენი მოქალაქეების გვერდით თუ არა. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის განმავლობაში ალბათ, ყველაზე რთულ დღეს, მოსამართლეებს ძალიან მარტივი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. “რუსული კანონის” გამო, ბევრი პროგრამები შეჩერდა.
“ახლა, ამ შენობაში წყდება საქართველოს მოქალაქეების ბედი. კანონი,რომლის გაუქმებაზეც მსჯელობს ახლა საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტ ზიანს აყენებს ჩვენს მოქალაქეებს.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ფონდი, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტით ეხმარებოდა, “რუსული კანონის” გამო, წყვეტს ფუნქციონირებას. ძალიან ბევრი მსგავსი ორგანიზაცია არის დიდი საფრთხის ქვეშ სწორედ “რუსული კანონის” ამოქმედების გამო.
სულ ცოტა ხანში გავიგებთ ყველა, საკონსტიტუციო სასამართლო დგას ჩვენი მოქალაქეების გვერდით თუ არა.
საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის განმავლობაში ალბათ, ყველაზე რთულ დღეს მოსამართლეებს ძალიან მარტივი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი – ირჩევენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, თუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ისეთი ქვეყნების ალიანსში, როგორიც არის რუსეთი, ბელარუსი, ვენესუელა და ასე შემდეგ. დრო არ ითმენს, საჭირო არის “რუსული კანონის” დაუყოვნებლივ შეჩერება.
იმიტომ ვირჩევთ ევროპას, რომ ევროპაში შექმნილი ბარიერებით არ ებრძვიან, იქ არ ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები და იქ ხელისუფლება ზრუნავს ხალხზე”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
თაგები:





