Logo

სოფო ჯაფარიძე – თანამდებობის პირებმა უარი ვთქვათ ხელფასების ზრდაზე და ეს თანხა მივმართოთ თბილისელებისაკენ, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ

პოლიტიკა
1418
Frontnews image description

თანამდებობის პირებმა უარი ვთქვათ ხელფასების ზრდაზე და თანხა, რაც ჩვენ უნდა მოგვემატოს, მივმართოთ იმ თბილისელებისაკენ, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ – ამის შესახებ საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რიგითი ადამინების ცხოვრება დღითიდღე უარესდება. 

 

“ყველა ვხედავთ, რომ თბილისელების ცხოვრება დღითიდღე უარესდება. პროდუქტები, მედიკამენტები, კომუნალურები გაძვირდა. მომავალი წლიდან მგზავრობის საფასურიც ძვირდება. ქალაქში, სადაც უამრავი ადამიანია უმუშევრად დარჩენილი, ქალაქში, სადაც უამრავი მათგანს ბანკის ძალიან დიდი ვალი აქვს, თბილისში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილობს და მათ შორის, არიან ბავშვები, კახა კალაძემ გადაწყვიტა, რომ თანამდებობის პირებს და მაღალჩინოსნებს ხელფასები გაუზარდოს.

 

ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარი რომ არ გამომივიდეს გეტყვით, რომ ხელფასები არამხოლოდ მათი თანამდებობის პირებს, არამედ ჩვენც გვეზრდება. ცხადია, მივესალმებით ხელფასების ზრდას რიგითი თანამშრომლებისთვის, მაგრამ სრულად ვემიჯნებით ხელფასების ზრდას თანამდებობის პირებისთვის, რომლებსაც ისედაც საკმაოდ სოლიდური ხელფასები გვაქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე გამოვდივართ ინიციატივით და მივმართავთ კახა კალაძეს 13% – იანი ინფლაციის და ამხელა გაჭირვების ფონზე თანამდებობის პირებმა უარი ვთქვათ ხელფასების ზრდაზე და თანხა, რაც ჩვენ უნდა მოგვემატოს მივმართოთ იმ თბილისელებისაკენ, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები