Logo

სოფო ჯაფარიძე – უკრაინის პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი გამოვლინდეს

პოლიტიკა
1439
Frontnews image description

მივმართავთ უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინის პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი გამოვლინდეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იყო და არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი.

 

“მიხეილ სააკაშვილი არის ზელენსკის მთავრობის მაღალჩინოსანი და ვფიქრობ, უკრაინული მხარის ჩართულობა ამ მიმართულებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთხელ აღვნიშნე, რომ რთულია, პროგნოზი გააკეთო ადამიანებზე, “ქართული ოცნების“ წევრებზე, რომლებიც არიან ოლიგარქის ბანკის თანამშრომლები და შეუძლებელია, ვივარაუდოთ, თუ რა, როგორ და რანაირად შეიძლება, მათ გააკეთონ. ცხადია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავდეთ, რადგან უშუალოდ ვლადიმერ პუტინისგან აქვთ ბრძანება მიღებული. ყველაფერს გააკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმა არ ისმოდეს, ხმა, რომელსაც მთელი მსოფლიო უსმენს.

 

მიმართვის შინაარსი არის, რომ დაისაჯოს და გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთ მოპყრობაში. ცხადია, ამ საქმეს ჰყავს მთავარი დამნაშავე, ეს არის პუტინი და ოლიგარქი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები