Logo

სოფო ჭყონია – არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მით უმეტეს მამაჩემი, თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას

Frontnews image description

სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი!, – ასე ეხმაურება სოფო ჭყონია “მაკდონალდსთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

 

“მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ახლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს, რომელიც უკვე გაცდა მაკდონალდსის თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს. მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მით უმეტეს მამაჩემი. თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას!!!!

 

დღესდღეობით პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო, რომელმაც მოიცვა საქართველო.

 

სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი! ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ეს შემოგდებული, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია და მცდელობა ყურადღების გადატანის იმ თემებიდან, რომელიც ალბათ, ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს.

 

იმედი მაქვს, მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ან განხილვის თემა ელტონ ჯონის ქორწინება იქნება”, – წერს ჭყონია.

 

სერიის წიგნებიდან, რომლებიც ცნობილი ადამიანების ცხოვრებას ეხება, ერთ-ერთი ელტონ ჯონი იყო, რომელზეც ეწერა – “დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა”, რასაც მაკდონალდსის წინააღმდეგ კამპანია მოჰყვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები