
ავტორი
Front News საქართველო
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა მოდის სახლმა, თბილისში დაგეგმილი გადაღება ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გამო გააუქმა.
ჭყონიას ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მიმდინარეობდა და ამ გადაღებაში მონაწილეობა ოსკაროსან მსახიობს უნდა მიეღო.
“მოლაპარაკება, რომ დიდი სარეკლამო კამპანია სვანეთში დაეწყოთ და აქ გადაეღოთ, ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მიმდინარეობდა და აგვისტოში უკვე გადაღება უნდა შემდგარიყო. ოსკარი აქვს ამ მსახიობს აღებული და მათგან რომ იღებ წერილს, რომ ჰომოფობიური განწყობების გამო საქართველოში ვერ ჩამოვალთ, რადგან თავს დაზღვეულად ვერ ვგრძნობთ, ეს ქვეყნის იმიჯია უპირველესად. მარტო ჰომოფობიაზე ხომ არ არის საუბარი, ზოგადად ქვეყნის იმიჯი საგრძნობლად დაზიანდა”, – აცხადებს სოფო ჭყონია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს