სოსო ბერიკაშვილი – აშშ-ის დასანქცირებულ პირთან ბიზნესის დაწყებას არავინ მოინდომებს, ქვეყნიდან გავა ბიზნესები და ახალი ინვესტიციებიც აღარ შემოვა


ავტორი
Front News საქართველო
ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილი განცხადებით, ევროპის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის რეპუტაციასა და ეკონომიკაზეც.
მისი თქმით, ქვეყანაში ახალი ინვესტიციები აღარ შემოვა.
“ეს არის პირადი სანქციები ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის, თუმცა ეს მალე, ალბათ, ოჯახის წევრებსაც შეეხება, რადგან ივანიშვილს ქონების უმეტესობა მეუღლეზე და შვილზე აქვს გაფორმებული. ივანიშვილი საქართველო საკმაოდ ბევრ ბიზნესს ფლობს და რა თქმა უნდა, ეს კომპანიები ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. პლუს, შეილახა ქვეყნის იმიჯი, რადგან ყველამ იცის ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში რასაც წარმოადგენს და რისთვის არის დასანქცირებული.
აშშ-ის დასანქცირებულ პირთან კი ბიზნესის დაწყებას არავინ მოინდომებს, ამიტომ ქვეყნიდან გავა ბიზნესები და ახალი ინვესტიციებიც აღარ შემოვა“, – განუცხადა Front News-ს სოსო ბერიკაშვილმა.
თაგები:
სოსო ბერიკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს