სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილის სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურორი 5 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ყოფილი სამსახურისთვის ვაზნების ჩაბარება დაავიწყდა.
ალექსანდრე სამხარაძეს ბრალდება გუშინ წარუდგინეს.
თაგები:
სოსო გოგაშვილი




