სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
65 წლის ასაკში ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.
ბოლო წლების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: “ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია არაერთ ფილმში, იყო რამდენიმე ფილმის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი.
თაგები:
სოსო ჯაჭვლიანი




