
ავტორი
Front News საქართველო
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების გაორმაგებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი გაიფიცებიან.
სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ანაზღაურება ანაზღაურება 360 ლარს შეადგენს, რაც არსებობისთვის საკმარისი არ არის, სამუშაო პირობები კი მძიმეა.
“სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა. ჩვენ გუშინ გავაგზავნეთ შეტყობინება, როგორც სააგენტოში, ასევე შეტყობინება გავუგზავნეთ მინისტრს, რომ 17 იანვრიდან, ორშაბათიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრების უმეტესობა ფუნქციონირებას შეწყვეტს“ – აცხადებს სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს