SOVLAB-ის მკვლევარი აცხადებს, რომ ოფისთან თავს დაესხნენ


ავტორი
Front News საქართველო
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მკვლევარ ბადრი ოყუჯავას ორგანიზაციის ოფისთან თავს დაესხნენ.
ოყუჯავას თქმით, მას რამდენიმე პირმა სცემა და საღებავი შეასხა.
“სამსახურში მოვდიოდი, რუსთაველის მეტროდან გამოვედი, მაჭავარიანის ქუჩაა აქ, ამ ქუჩაზე ვიღაც ტიპმა დამიძახა ბიჭო გაჩერდიო. გავჩერდი და შენ აქ რატომ ღებავ კედლებსო და რა კედლებს ვღებავ, ნორმალური თუ ხარ-მეთქი, ვინ ხარ, რა გინდა, სამსახურში მივდივარ, გამიშვი-მეთქი. რა სამსახურში მიდიხარო, დარეკეთ ბიჭოო, ეს ის არისო… დარეკეს ვიღაცებთან, ქალები გამოვარდნენ, ერთი სამი კაცი იყო იქამდე, შემდეგ მოვიდა მანქანა, ერთი ხუთი კაცი გადმოვიდა, “ქართული ოცნების” ამომრჩევლები იყვნენ, ცხადია. გააძრეს „პულივიზატორი“, მცემეს, მირტყეს და შემღებეს… ქალი, კაცი გამომსარჩლებელი არავინ იყო”, – განაცხადა ოყუჯავამ.
მისი თქმით, პოლიცია გამოიძახა.
ოყუჯავას თქმით, თავს კარგად გრძნობს და დაზიანებები არ აქვს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს