სოზარ სუბარი – დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეშია “ქართული ოცნება”, თუ რამდენად მოსწონს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ამომრჩეველს, ორი დღის წინ ჩატარებულ არჩევნებზე გამოჩნდა


ავტორი
Front News საქართველო
“მიუღებელია, ომის პარტიის მოწოდებები და მათი პოლიტიკა, რომ ქვეყანაში უბედურება დაატრიალონ. სწორედ, ამიტომ მიიღეს ის კატასტროფა, რაც მიიღეს ბათუმში და რუსთავში. არ მაინტერესებს, რას იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ მათი მატარებელი ჩავლილია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, რამდენად მისაღებია “ქართული ოცნების’’ პოლიტიკა ამომრჩევლისთვის, ორი დღის წინ, არჩევნებზე გამოჩნდა.
“დღეს, საქართველოს ხელისუფლების სათავეშია “ქართული ოცნება”, თუ რამდენად მოსწონს ქართული ოცნების პოლიტიკა, ამ ურთულეს პერიოდში, ქართველ ამომრჩეველს, ორი დღის წინ ჩატარებულ არჩევნებზე გამოჩნდა, როდესაც ძალიან ღირსეულმა კანდიდატებმა რუსთავშიც და ბათუმშიც გაიმარჯვა. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გვამახვილო ბათუმზე, სადაც ორ ნახევარჯერ მეტი ხმა მივიღეთ ოპოზიციურ კანდიდატზე იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნახევარი წლის წინ ჩვენ წავაგეთ არჩევნები. რატომ? იმიტომ, რომ ხალხი კარგად ხედავს რას ვაკეთებთ ჩვენ და რას აკეთებს ომის პარტია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
თაგები:
სოზარ სუბარი

პაატა ზაქარეიშვილი – თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხი დაიღალა, სახლში წავიდა და ხვალ არ გამოვა, ძალიან ცდება, ეს უფრო საშიში სიტუაციაა

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

შალვა პაპუაშვილი – თვითმმართველობის არჩევნები დამოუკიდებლობის განმტკიცების ამ გზას დიდ წერტილს დაუსვამს