Logo

სოზარ სუბარი - ეს იყო რეკეტის დაკანონებული სისტემა, რომელიც იყო დამყარებული შიშზე და უსიტყვო მორჩილებაზე

პოლიტიკა
428
Frontnews image description

ეს იყო რეკეტის დაკანონებული სისტემა, რომელიც იყო დამყარებული შიშზე და უსიტყვო მორჩილებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით განაცხადა.

სუბარის განცხადებით, მოქალაქის მხრიდან პირველი უარი ნიშნავდა, რომ გაცილებით უარესი იქნებოდა შემდეგ შედეგი, ამიტომ უარის თქმა ვერავის ვერ უნდა გაებედა.

"პირველი უარი ნიშნავდა, რომ გაცილებით უარესი იქნებოდა შემდეგ შედეგი, ამიტომ უარის თქმა ვერავის ვერ უნდა გაებედა. შემდეგ უკვე ამ რეკეტით მოპოვებულის ნაწილს გააგზავნიდნენ ბიუჯეტში, მეორე  ნაწილს ჩაიდებდნენ ჯიბეში და უფრო მეტი მაინც მიდიოდა უფრო თავისკენ. ეს სისტემა ჰქონდათ აწყობილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები