სოზარ სუბარი – ეს მოთხოვნები ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე წამოყენებული მოთხოვნები ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
“პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება. პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, ამ გაწვდილი ხელის აბსოლუტური უარყოფა და არარეალური მოთხოვნები – ხელისუფლების გადაბარება იმ ძალებისთვის, რომლებსაც ხალხმა არაერთხელ უთხრა, რომ მათ არასდროს აირჩევს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ნათლად დაინახავს იმ სურათს, რაც დღეს საქართველოში ხდება“, – აცხადებს სუბარი.
თაგები:
სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი – ნიკა მელიამ თქვა, რომ არავითარი შერიგება არ არსებობს, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ მისთვის გაუგებარია ტერმინი შერიგება რას ნიშნავს

ნიკა სიმონიშვილი – თუ კვლავ არ აღკვეთეს შესაძლო ძალადობა, ეს იქნება პირდაპირი თქმა იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს ევროკავშირში

სოზარ სუბარი – ვფიქრობთ, ხომ არ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები საქართველოს ჩართვას ომში და ამ ძალების კოორდინაცია ხომ არ ხდება არა საქართველოს და უკრაინას შორის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც