სოზარ სუბარი – მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო, ზუსტად 21 წლის შემდეგ, სწორედ მან გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება


ავტორი
Front News საქართველო
“მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო. მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ “მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება” და აჭარელ სტუდენტებს, რომლებსაც ისედაც არასაპატიმრო ღონისძიება – “გაუსვლელობის ხელწერილი” ჰქონდათ შეფარდებული, საკუთარ სახლში წასვლის ნებართვა მისცა!.. ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა”, – წერს “ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ზუსტად 21 წლის შემდეგ, 2025 წლის 27 მარტს, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ“.
“მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პირველი (მტკიცებულებებით დადასტურებული) პოლიტპატიმარი იყო. ის 2004 წლის მარტში “სამსახურებრივი გულგრილობის” მუხლით დააკავეს.
მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ “მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება” და აჭარელ სტუდენტებს, რომლებსაც ისედაც არასაპატიმრო ღონისძიება – “გაუსვლელობის ხელწერილი” ჰქონდათ შეფარდებული, საკუთარ სახლში წასვლის ნებართვა მისცა!..
ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა.
მოგვიანებით კი მისი საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ქალი, შეთითხნილი ბრალდებით, თავად აღმოჩნდა ციხეში. ეს, იმ პერიოდში, ნაცმოძრაობის მიერ სასამართლოს დამორჩილების მორიგი მკაფიო მესიჯი იყო…
ზუსტად 21 წლის შემდეგ, 2025 წლის 27 მარტს, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ!“- წერს სოზარ სუბარი.
თაგები:
სოზარ სუბარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს