სოზარ სუბარი - ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს


ავტორი
Front News საქართველო
ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც "ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა.
"ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, აბსოლუტურად უფლება არ ჰქონდა კანონიერადაც რომ მოეთხოვა რამე, მით უმეტეს უკანონო ზეწოლას ახდენდა ეს ადამიანი, რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თავის დროზე, იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს და რა უნდა გამოვიდნენ მისი სტუდენტები, რა შეხედულება შეიძლება ჰქონდეთ სამართალზე საერთოდ და ქვეყნის მოწყობაზე და საზოგადოებაზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
თაგები:
სოზარ სუბარი