სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 7 წელი გავიდა


ავტორი
Front News საქართველო
სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 7 წელი გავიდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გმირულად დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.
ივანე გოლაშვილი გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით – “მამაცობისთვის“, დაჯილდოვდა.
თაგები:
ივანე გოლაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს