
ავტორი
Front News საქართველო
სპეციალისტები საქართველოში ახალი, ინდური შტამის გავრცელებას არ გამორიცხავენ და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რომელიც ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა.
"სახიფათოა ინდური შტამი, რომელიც ორმაგი მუტაციით გამოირჩევა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უფრო მაღალი პოტენციალი გვერდი შემოუაროს იმუნიტეტს და გამოიწვის შედარებით მძიმე დაავადება", – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.
"ვაქცინაციის პროცესი არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ შევებრძოლოთ ამ ყველაფერს. მოხარული ვარ, რომ ვაქცინაციის რაოდენობა თანდათან იზრდება, მაგრამ აქვე მინდა დავძინო, რომ მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ მსურველების რაოდენობა დააკმაყოფილოს და არ შექმნას დეფიციტი. დღეს 4 ვაქცინა მუშაობს, ველოდებით მე-5 გახსნას და ეს კიდევ შეამსუბუქებს მგდომარეობას", – აცხადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დევი ტაბიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს