სპეციალისტებმა სოფელ ითხვისში დაზარალებული ოჯახების დეტალური აღწერა დაიწყეს


ავტორი
Front News საქართველო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტოს წარმომადგენლებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში დაზარალებული ოჯახების დეტალური აღწერა დაიწყეს.
სპეციალისტების მიერ შეფასდება მიყენებული ზიანის ოდენობა და ოჯახების მიმართ შესაბამისი კომპენსაციის ან ალტერნატიული საცხოვრებლების შეთავაზება მოხდება.
დღეს დაზარალებულ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა გამართეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ ყველა დაზიანებული სახლის დეტალური აღწერა და ადეკვატური შეფასება მოხდება.
შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ კითხებსაც უპასუხეს.
სოფელ ითხვისში მიწის მასის მოწყვეტის შედეგად მეგრელიშვილების, გოგატიშვილებისა და მახათაძეების უბანში 30-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიადა. ჭიათურის მუნიციპალიტეტმა დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში უკვე გადაიყვანა.
ითხვისში საკითხის შესწავლის მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები მუშაობდნენ.
გეოლოგთა ჯგუფმა ყველა დაზიანებულ სახლში არსებული სიტუაციის დეტალური აღწერა აწარმოეს.
გარდა ამისა, ჭიათურის მერიამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც სოფელში მოსახლეობის ქონებრივ მდგომარეობას სწავლობს.
თაგები:
გივი მოდებაძე