
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ნიკა ცხვარაშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილის პოსტზე კი გიორგი გიორგაძე დაინიშნა.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ნიკა ცხვარაშვილი პენიტენციურ სისტემაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრია, რაც უწყებას უფრო ეფექტურს და ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე ორიენტირებულს გახდის.
იუსტიციის მინისტრმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად იმსჯელა. უწყების მთავარი პრიორიტეტი სისტემის ეფექტური მართვა, თანამშრომელთა პირობების გაუმჯობესება და რეფორმების განხორციელებაა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს