სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტების აქცია იმართება

ავტორი
Front News საქართველო
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის განთავისუფლებას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, მზია ამაღლობელი რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა და ის საკუთარი შეხედულებების გამო ისჯება.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
თაგები:
მზია ამაღლობელი




