სპეციალური ოპერაციების ძალების აერომობილური მომზადების კურსი დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
საჯარისო დაზვერვის ოფიცრებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელ ცენტრში აერომობილური სწავლება დაასრულეს.
სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მუხროვანის ბაზაზე მიმდინარეობდა, სადაც მსმენელებმა საპარაშუტო და აერომობილური მომზადება გაიარეს.
კურსის დასრულების ცერემონიალი მუხროვანში გაიმართა, სადაც კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ოთარ დოლიძემ გადასცა.
ცერემონიალს დაზვერვის სასწავლო სკოლის ხელმძღვანელები პირები დაესწრნენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს