სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩაატარეს


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცეულის დონის საველე სწავლება ჩაატარეს.
სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერები სწავლებას ორი კვირის განმავლობაში გადიოდნენ. საჩვენებელ სწავლებაზე ოცეულმა ჩასაფრების ოპერაცია ჩაატარა, რომელიც ჩასაფრების, რეიდისა და მოწინააღმდეგის განადგურების კომპონენტებს მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სწავლებებს ინსტრუქტაჟს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები უწევდნენ. სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ინსტრუქტორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
თაგები:
რეინჯერები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს