სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გაცვლითი პროგრამა (JCET) დაასრულეს


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ჩაატარეს, სადაც ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებიც იღებდნენ.
ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს მოიცავადა, მათ შორის იყო ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი, ბარიერებიდან სროლა და ბრძოლები დასახლებულ პუნქტში.
სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს