სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს


ავტორი
Front News საქართველო
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს. რეინჯერის პროგრამა 22 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სამხედროებმა კავშირგაბმულობის, სამხედრო ტოპოგრაფიის, წყალზე მომზადების, საინჟინრო და სამედიცინო კომპონენტები შეისწავლეს. კურსი წარმატებით 18-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა.
რეინჯერების დაჯილდოების ცერემონიალი რეინჯერთა სკოლაში გაიმართა. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა რეინჯერებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და ქვედანაყოფის მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიალის დასრულების შემდეგ სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს, რომელიც ჩასაფრებისა და რეიდის ოპერაციებს მოიცავდა.
თაგები:
სწავლება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს