სპეციალური ოპერაციების ძალებმა “გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ ჩაატარა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონმა და აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფმა „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) დაასრულა. კულმინაციური წვრთნები ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელიც თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის, ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10-კვირიანი წვრთნები არაკონვენციური და ასიმეტრიული ბრძოლების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. სწავლება ორ ფაზად – მოსამზადებელი და კულმინაციური წვრთნებით განხორციელდა. მოსამზადებელ ფაზაში სამედიცინო, საცეცხლე, ტაქტიკური და არაკონვენციური ბრძოლების მომზადების სავარჯიშოები ჩატარდა.
კულმინაციურ ფაზაში კი, შექმნილი სცენარის მიხედვით მოხდა პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაციის, რეიდის განხორციელება.
სწავლება აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფთან გამოცდილების გაზიარებას და სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის ასიმეტრიული ბრძოლების წარმოების დროს ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად.
წვრთნების მიზანი ასევე, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან და სამოქალაქო პირებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება იყო.
თაგები:
წვრთნა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს