სპეციალური პირობა ახალ ტოიტა ლენდ კრუიზერ პრადოზე


ავტორი
Front News საქართველო
“თიბისი დაზღვევის” მხარდაჭერით, “ტოიოტა ცენტრ თეგეტამ” ახალი Land Cruiser Prado წარადგინა. სრულიად განახლებული Land Cruiser Prado-ს პრეზენტაცია ბათუმსა და საირმეში შედგა და ახალი Prado უკვე ხელმისაწვდომია ,,ტოიოტა ცენტრ თეგეტასა” და ,,ტოიოტა ცენტრ ბათუმში.”
“ჩვენთვის, როგორც სადაზღვევო ბაზარზე ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც ,,ტოიტა ცენტრი თეგეტაა” , მოხარულები ვართ, რომ ახალი პრადოს პრეზენტაციის მხარდამჭერები ვართ. “ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან” ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხისა და კომფორტის შეთავაზებაა”, – აცხადებს “თიბისი დაზღვევის” საცალო, მცირე და მიკრო-ბიზნესის დირექტორი ივანე კახაძე.
“ტოიოტა ცენტრ თეგეტასა” და “ტოიოტა ცენტრ ბათუმში” ახალი Land Cruiser Prado-ს შეძენისას, მომხმარებლები “ტოიოტა კასკოს” ფარგლებში, “თიბისი დაზღვევისგან” სპეციალურ პირობას მიიღებენ.
პირობის მიხედვით, “ტოიოტა კასკოს” დაზღვევას საჩუქრად მოჰყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის, მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა. ამასთან, საქართველოს გარდა, მძღოლებს დაზღვევით სარგებლობა შეეძლებათ სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე;
პარალელურად, 5 წლის განმავლობაში, ისარგებლებენ ავტომობილის შეფასება-შეკეთების სერვისით ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში;
ასევე, მიიღებენ ფასდაკლებას ულიმიტო რეცხვაზე ,,თიბისი დაზღვევის” პარტნიორ სამრეცხაოებში.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა