სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავა

ავტორი
Front News საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავა. ის ბათუმში მცხოვრები იოსებ სირაბიძეა.
პარალელურად გამოკითხვაზე იმყოფება გიორგი კირთაძე.
მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
თაგები:
გიორგი კირთაძე




