Spiegel – გერმანია უკრაინაში Leopard 2-ის ტანკებს აგზავნის

ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტანკები გაგზავნა გადაწყვიტა, – ამის შესახებ Spiegel წერს.
როგორც გამოცემა წერს, რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ, კანცლერი შოლცი უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებას დათანხმდა.
მისივე ინფორმაციით, საუბარია მინიმუმ ერთ სატანკო ესკადრილიაზე – ნატო-ს სტანდარტებით 14 ერთეულ Leopard 2A6-ზე.
სხვა მოკავშირეებს, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებს, ასევე სურთ უკრაინას მიაწოდონ Leopard 2-ის მთავარი საბრძოლო ტანკები. გერმანიის მთავრობას სურს დაუშვას ისეთი ტანკების ექსპორტი, რომლებიც სხვა სახელმწიფოების შეიარაღებაშია, მაგალითად პოლონეთის.
გამოცემის ცნობით, Leopard 2-ის ტანკები უკრაინას ბუნდესვერის მარაგებიდან გადაეცემა. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალი საბრძოლო ტანკები შეიძლება მომზადდეს ინდუსტრიის მარაგებიდან.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


