Logo

“სრულ სიცრუეს ამბობენ და ამას ადასტურებს ის ვიდეომასალა, რომელიც დევს საქმეში”

საზოგადოება
1233
Frontnews image description

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია საგამოძიებო ორგანოში იმყოფებოდა და ადვოკატთან ერთად 5 საათის განმავლობაში ეცნობოდა იმ მასალებს, რომელიც მის საქმეში დევს. 

გამოსვლის შემდეგ მათ მედიასთან განმარტეს, რომ გაეცნენ ჩვენებებს, მათ შორის, იმ 5 მაშველის, რომლებიც შემთხვევას წყნეთის ქუჩაზე შეესწრნენ.

ვახო სანაიას განცხადებით, მაშველები არ აკონკრეტებენ, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და თავდასხმის ფაქტს. 

"მნიშვნელოვანია ორი გარემოება – ერთი, რასაც ჩვენ ვყვებით, რაც რეალურად მოხდა იქ და მეორე, რასაც ყვება ორი ბრალდებული, ერთი დუმილის უფლებას იყენებს. სრულ სიცრუეს ამბობენ და ამას ადასტურებს ის ვიდეომასალა, რომელიც დევს საქმეში. ყვებიან, რომ არათუ ფიზიკური შეხება, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მოუყენებიათ. იქ იყვნენ მაშველები, რომლებიც თავს იკავებენ იმის თქმისგან, დაინახეს თუ არა ფიზიკური დაპირისპირება", – აცხადებს ვახო სანაია.

აღსანიშნავია, რომ საქმეში უკვე დევს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ტაქსის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და რომელიც თითქმის იდენტურია იმ მონათხრობისა, რომელსაც ვახო სანაია და მისი თანმხლები პირები გამოძიებას უყვებიან.
 

თაგები:

Advertisement