Logo

“სრული ზღაპარი და ბლეფია იმაზე საუბარი, რომ მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო”

საზოგადოება
841
Frontnews image description

უნდა იცოდე, სტრასბურგში რას ასაჩივრებ და ზოგადი წარმოდგენა არ უნდა გქონდეს, რომ ასეთ საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებ. სტრასბურგი მტყუან-მართალს არ იხილავს, ის განიხილავს ადამიანის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული უფლებების დარღვევას, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და მისი ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

"სამართლებრივად, ასეთ საქმეებს, სტრასბურგი საერთოდ არ იღებს წარმოებაში. სრული ზღაპარი და ბლეფია იმაზე საუბარი, რომ მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგი არაა ჩვენი სასამართლოს მეოთხე ინსტანცია. ეს ჩემი ციტატა არაა, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც ასეა მითითებული“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ხუთივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. არასრულწლოვნების ზ.ხ-სა და ა. ქ. განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

თაგები:

Advertisement